ფეხბურთი

10:20 | 27.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

პატო ევროპას ლონდონით უბრუნდება

ბრაზილიელი თავდამსხმელი ალეშანდრე პატო ევროპაში ბრუნდება და უახლოეს ხანებში ლონდონის “ჩელსისთან” კონტრაქტს ხელს მოაწერს. როგორც ტელეკომპანია SportTV-ის 26 წლის ფორვარდის აგენტმა ჟილმარ ველოზმა განუცხადა, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და მისი კლიენტი “არისტოკრატებს” ბედს სეზონის ბოლომდე იჯარის წესით დაუკავშირებს.

პატოს, რომელიც “სან პაულუს” რიგებში” თამაშობდა, ბრაზილიურ გუნდთან ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება და თუ “ჩელსის” სურვილი ექნება, ზაფხულში მას უფასოდ გაიფორმებს.

ალეშანდრე პატოს, რომელიც ევროპაში ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში მოხვდა, ბებერ კონტინენტზე სამი წელია არ უთამაშია. სამშობლოში იგი “სან პაულუს” გარდა, “კორინთიანსისა” და “ინტერნასიონალის” ღირსებას იცავდა, ხოლო ევროპაში მისი სახელი აქამდე მხოლოდ იტალიურ “მილანს” უკავშირდებოდა. პატოს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 27 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი.

0.117347