ჭიდაობა

0:27 | 27.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

23-წლამდე თავისუფლები პარიზის საერთაშორისო ტურნირზე

30-31 იანვარს პარიზში გაიმართება საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში დიდებს შორის, სადაც საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრების წევრები იჭიდავებენ: ლევან მურცხვალაძე (57), შოთა ფარტენაძე (61), გიორგი რევაზიშვილი (61), კახა ელბაქიძე (65), გიორგი ბრეგაძე (65), ავთანდილ კენჭაძე (70), ირაკლი მწითური (86) და ზურიკო ურთაშვილი (125).

გუნდს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ემზარი ბედინეიშვილი უხელმძღვანელებს. მწვრთნელები ოთარ თუშიშვილი და გოჩა კირკიტაძე იქნებიან, მსაჯი კი – მალხაზ ჯორბენაძე.

განრიგი ასეთია: 30 იანვარი – 57-65-74-97 კგ. 31 იანვარი – 61-70-86-125 კგ.

www.wrestling.ge

0.108774