კალათბურთი

23:17 | 26.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯუევალ მაილსი - ,,დინამოს“ მესამე ლეგიონერი

სუპერლიგის მონაწილე ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა ,,დინამომ“, რომელიც 25-ე ეროვნულ ჩემპიონატში 2 წრის შემდეგ ,,ქუთაისი 2010“-თან ერთად მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს, მესამე, ამჯერად კანადელი ლეგიონერი, უკანახაზელი ჯუევალ მაილსი ( 26.05.1989 , 185 სმ) დაიმატა. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს“ ,,დინამოს“ წევრმა, ცენტრალურმა თავდამსხმელმა ილია ლონდარიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ მაილსამდე ,,დინამომ“ ორი ამერიკელი ლეგიონერი უკანახაზელი ებრიუ მაკალპი და ფორვარდი დენიელ უილიამსი აიყვანა.

0.117184