ლანჩხუთის “გურიაში” კოსტარიკელი ფეხბურთელი ითამაშებს: მარცხენა მცველი მაურიციო ნუნიესი, რომელიც 22 წლისაა.
მაურიციო ნუნიესი კოსტა-რიკის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში, “ერედიანოში” ასპარეზობდა და ქვეყნის ორგზის ჩემპიონიც გახლავთ. ასევე, რეგულარულად თამაშობდა კოსტარიკის 20-წლამდელთა ნაკრებში.
მიმდინარე სეზონში მან 10 მატჩი ჩაატარა “ერედიანოში”. აქვე ვთქვათ, რომ საქართველოს ჩემპიონატში კოსტარიკელ ფეხბურთელს არასოდეს უთამაშია.