საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი გამართა ბულგარეთთან და პირველი თუ 0:0 დასრულდა, ამჯერად გიორგი ყიფიანის გაწვრთნილებმა 2:0 სძლიეს ბალკანელებს. ეს შეხვედრა გორში გაიმართა, “თენგიზ ბურჯანაძეზე”.
ანგარიში ბექა მიქელთაძემ გახსნა 30-ე წუთზე, ხოლო 69-ეზე ენვერ ლილუაშვილმა გაზარდა სხვაობა.
ყიფიანმა გუნდი ასეთი შემადგენლობა ათამაშა: გოშაძე, ჩაჩუა (ართმელაძე 59), მამუჩაშვილი (ნემსაძე 59), ლოჩოშვილი (კამლაძე 59), კობოური, სამურკასოვი (გვარაძე 37;მაღრაძე 59), ალთუნაშვილი (ფოჩხუა 59), კოხრეიძე (კიკნაძე 46), ბიძინაშვილი (ბაშელეიშვილი 59), მიქელთაძე (ქორიძე 59), გოშთელიანი (ლილუაშვილი 59)
ამ ნაკრებს მარტში ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩები მოუწევს. ჯგუფში ქართველთა მეტოქეები ესპანეთი, ინგლისი და საბერძნეთი იქნებიან. მატჩებს ესპანეთი უმასპინძლებს. მანამდე, ყიფიანის გუნდი ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს ჩერნოგორიასთან – ეს მარტის დასაწყისში.