ფეხბურთი

17:12 | 26.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

სფფ 21-წლამდელთა ახალ მწვრთნელს 27 იანვარს წარადგენს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გია გეგუჩაძის კანდიდატურა დღეს ერთხმად დაამტკიცა. თბილისის “დინამოს” აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა ახალგაზრდულ ნაკრებში ალექსანდრე ჩივაძე შეცვალა.

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, 21-წლამდელთა ნაკრების ახალი მწვრთნელის წარდგენა და პრესკონფერენცია 27 იანვარს, 15:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის მედიაცენტრში გაიმართება.

0.144568