ჩოგბურთი

14:37 | 26.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა გარეშე გაგრძელდება

ყაზახეთის ქალაქ აკტობეში მიმდინარე საერთაშოროსო ტურნირი (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ქართველ ჩოგბურთელთა გარეშე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჯავახიშვილმა და გიორგი ცივაძემ კვალიფიკაცია დასძლიეს, თუმცა, ძირითად ბადეში მარცხი შეემთხვათ.

ჯავახიშვილმა მე-7 ნომრად განთესილ ხორვატ დუიე კეკეზთან 1:6, 2:6 წააგო, ხოლო ცივაძე სამხრეთკორეელ იონ-კიუ ლიმს ვერ გაუმკლავდა – 3:6, 4:6.

0.112848