ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ ფრანგულ ანდრეზიე-ბუტონში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში თამაშის უფლება ვერ მოიპოვა. მას ამისთვის 1 გამარჯვება დააკლდა.
კვალიფიკაციაში პირველ ნომრად განთესილმა შაფათავამ საწყის რაუნდებში იტალიელებს – ნასტასია ბარნეტსა და ჯორჯია ბრეშიას, შესაბამისად, 7:6 (7:5), 7:6 (8:6) და 4:6, 6:4, 7:6 (7:5) სძლია, დასკვნით წრეში კი რუს ეკატერინა ალექსანდროვასთან 4:6, 2:6 დამარცხდა.
წყვილთა ტურნირში შაფათავა და რუსი ვალენტინა ივახნენკო “უაილდ ქარდის” მქონე ფრანგულ-ბულგარულ დუეტს (გეორგესი-შინიკოვა) ეთამაშებიან.