ფეხბურთი

10:18 | 26.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი 2018 წელს დაგვემშვიდობება

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანმა ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ დიდი ფეხბურთიდან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ წავა. ამის შესახებ ლეგენდარულმა კიპერმა იტალიურ მედიას განუცხადა.

“ალბათ, “ოქროს ბურთის” მოგებას ვიმსახურებდი, მაგრამ ვიცი, რომ ეს შეუძლებელია. მინდა, 2018 წლის მუნდიალზე ვითამაშო და ამის შემდეგ კარიერას ნამდვილად დავასრულებ”, - თქვა ჯიჯიმ.

37 წლის ბუფონს, რომელიც ორ დღეში 38 წლის ხდება, მხოლოდ ორ კლუბში, “პარმასა” და “იუვენტუსში” უთამაშია. იტალიის ნაკრებში კი ჩატარებული თამაშების რაოდენობით რეკორდსმენია. სხვათა შორის, ჯიჯი “ოქროს ბურთის” მოგებასთანაც ახლოს იყო – 2006 წელს, მხოლოდ თანამემამულე ფაბიო კანავაროს ჩამორჩა.

0.116998