ჭადრაკი

23:42 | 25.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბრინჯაოს მფლობელი ცნობილია, ჩემპიონს ტაი-ბრეიქი გაარკვევს!

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გრძელდება საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის ფინალური შეხვედრები. მესამე ადგილისათვის ბრძოლაში მერაბ გაგუნაშვილმა ეტლების ენდშპილში დაამარცხა ლელა ჯავახიშვილი და ბრინჯაოს მედალსაც დაეპატრონა.

საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა შეხვედრა თორნიკე სანიკიძესა და დავით ჯოჯუას შორის. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და ჩემპიონის ვინაობას ხვალინდელი ტაი-ბრეიქები გაარკვევს.

თაი-ბრეიქი

ძირითად მატჩებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში დაინიშნება:

2 პარტია (თითოეულს 15 წუთი პარტიის ბოლომდე, 10 წამის დამატებით თითო სვლაზე). თუ ეს მატჩი ყაიმით დამთავრდა, მაშინ – 2 პარტია თითოეულს 5 წუთი პარტიის ბოლომდე წამების დამატების გარეშე.

თუ ეს მატჩიც ყაიმით დამთავრდა, მაშინ - “არმაგედონი” (1 პარტია, შავებს ეძლევა 5 წუთი, თეთრებს 6 წუთი, ყაიმის შემთხვევაში გამარჯვებულად გამოცხადდებიან შავები).

0.144283