ძიუდო

0:25 | 26.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა მწვრთნელებმა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს

ქართველმა მწვრთნელებმა წარმატებით ჩააბარეს ძიუდოს საერთაშორისო აკადემიის გამოცდები. ერთი კვირის განმავლობაში თბილისში იმყოფებოდნენ ძიუდოს საერთაშორისო აკადემიის წარმომადგენლები, რომლებმაც ჩამოსვლისთანავე ჩაიბარეს თეორიული გამოცდა.

24 ქართველი მწვრთნელი თეორიულ კურსს 10 კვირის განმავლობაში ინტერნეტით გადიოდა. ისინი ყოველი კვირის ბოლოს აბარებდნენ ტესტებს თეორიაში. ამჯერად, მათ შემაჯამებელი გამოცდა ჰქონდათ.

ძიუდოს საერთაშორისო აკადემიის რექტორი ენვიკ გალეა, აგრეთვე წარმომადგენლები დანიელ ლასკაუ და მარკ ჰუიზინგა კვირის განმავლობაში პრაქტიკულ სემინარებს ატარებდნენ, კვირის ბოლოს კი პრაქტიკული გამოცდა ჩაიბარეს დგომსა და ქვეჭიდში.

აღსანიშნავია, რომ ყველა ქართველმა მწვრთნელმა გამოცდები წარმატებით ჩააბარა და აკადემიის წარმომადგენელთა მაღალი შეფასება დაიმსახურა. სემინარი და გამოცდები საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფინანსებით ჩატარდა.

www.gjf.ge

0.122744