ჩოგბურთი

20:58 | 25.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა მერვედფინალში დამარცხდა

ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ ავსტრალიის ღია პირველობის წყვილთა ტურნირში თამაში მერვედფინალში დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ კალაშნიკოვამ და ტაივანელმა სუ-ვეი ჰსიემ 2016 წლის “აუსტრალიან ოუფენზე” 2 წრე დასძლიეს, მერვედფინალში კი მე-15 განთესვის მქონე ჩინურ წყვილს (ქსუ-ჟენგი) გადაეყარნენ და 2:6, 4:6 დამარცხდნენ.

კალაშნიკოვამ მელბურნის კორტებზე 240 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და კლასიფიკაციაში წინსვლა ელის. ცნობისთვის, ამჟამად ოქსანა წყვილთა რეიტინგში 1056 ქულით მსოფლიოს 75-ე ჩოგანია.

0.131193