“დალას მავერიკსის” 37 წლის გერმანელმა კალათბურთელმა დირკ ნოვიცკიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა, აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
გერმანიის ნაკრებში ნოვიცკის დებიუტი 1997 წელს შედგა. დირკმა ეროვნული გუნდის მაისურით 153 მატჩი ჩაატარა და 3045 ქულა ჩააგდო. ნოვიცკიმ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო 2005 წლის ევრობასკეტზე ვერცხლის მედალს დასჯერდა.