კალათბურთი

20:07 | 25.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

დანკანი “გოლდენ სტეიტთან” ვერ ითამაშებს

“სან ანტონიო სპურსის” ლიდერი ტიმ დანკანი გუნდს “გოლდენ სტეიტთან” მატჩში ფეხის ტრავმის გამო ვერ დაეხმარება, აღნიშნულ ინფორმაციას ტეხასელთა ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ტიმს მარჯვენა მუხლის ტრავმა აწუხებს.

მიმდინარე სეზონში დანკანი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 8.9 ქულას და 7.5 მოხსნას აგროვებს.

“გოლდენ სტეიტის” და “სან ანტონიოს” შეხვედრა 26 იანვარს თბილისის დროით 07:30 საათზე დაიწყება.

0.118561