ფეხბურთი

13:13 | 25.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სიონმა” მესამე მეტოქე შეარჩია

ბოლნისის “სიონი” თურქეთში შეკრებაზე ყაზახეთის “აქტობესთან” ისპარინგებს. ქართული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მატჩი 12 თებერვალს, მოსამზადებელი ეტაპის ბოლო დღეს, ბელეკში გაიმართება.

ბოლნისელები თურქულ შეკრებას 1 თებერვლიდან დაიწყებენ, სამშობლოში კი 13 თებერვალს დაბრუნდებიან. ცნობილია, რომ “აქტობეს” გარდა, ვარლამ კილასონიას გუნდი 3 თებერვალს რუმინულ “კრაიოვასთან” მოსინჯავს ძალებს, 11 თებერვალს კი დანიურ “ოლბორგს” ეთამაშება. კიდევ ორი სპარინგისთვის მეტოქეების შერჩევა მიმდინარეობს.

“სიონი” ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ 29 ქულით უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფება.

0.109379