ფეხბურთი

23:40 | 24.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსიმ” ლონდონურ დერბიში იმარჯვა და “ლესტერს” ლიდერობა შეუნარჩუნა

ინგლისის ჩემპიონატის 23-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური შეხვედრა “ემირათს სთედიუმზე” გაიმართა, სადაც გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი “არსენალი” ლონდონურ დერბიში “ჩელსის” დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

მატჩის საკვანძო მომენტი მე-18 წუთზე მოხდა, როდესაც პერ მერტესაკერმა დიეგო კოშტასთან ორთაბრძოლაში ბოლო იმედის ჯარიმა აიკიდა და მოედნის დატოვება მოუწია. კოშტამ ხუთ წუთში ახლო მანძილიდან გოლის გატანაც მოახერხა და როგორც შემდგომში გაირკვა, თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

მასპინძლები გათანაბრებს კი ეცადნენ, მაგრამ 10 კაცით ბევრი ვერაფერი მოახერხეს და უქულოდ დარჩნენ. “მეთოფეები” მე-2 ადგილზე დარჩნენ, თუმცა ლიდერ “ლესტერს” 3 ქულით ჩამორჩნენ.

დღის მეორე მატჩი “ლიბერთი სთედიუმზე” შედგა, სადაც “ევერტონი” “სუონსისთან” დამარცხდა მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

ევერტონი – სუონსი 1:2 (1:2)

სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, სტოუნზი, მორი, ოვიედო (კოულმენი 67), ბეინსი, ბეშიჩი (კლევერლი 11), ბერი, მირალაში (პიენაარი 28), ბარკლი, დეულოფეუ, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

ევერტონი (4-3-1-2): ფაბიანსკი, ფერნანდესი, უილიამსი, რანხელი (ნოუტონი 91), ნ.ტეილორი, კი, ბრიტონი, კორკი, სიგურდსონი, რუტლიჯი (ამატი 77), ა.აიუ (ედერი 89).
მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი

გოლები: 0:1 სიგურდსონი (17 პენ.), 1:1 კორკი (26 ს.კ.), 1:2 ა.აიუ (34)
გაფრთხილებები: რანხელი, ფაბიანსკი, სიგურდსონი
მსაჯი: ენტონი ტეილორი

არსენალი – ჩელსი 0:1 (0:1)

ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, მერტესაკერი, კოშელნი, მონრეალი, ბელერინი, რემსი, ფლამინი, უოლკოტი (ჩემბერლენი 75), კემპბელი (სანჩესი 57), ოზილი, ჟირუ (პაულისტა 22).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ტერი, ზუმა, ივანოვიჩი, აზპილიკუეტა, მიკელი, მატიჩი, ოსკარი (აზარი 77), ვილიანი, ფაბრეგასი, კოშტა (რემი 68).
მწვრთნელი: გუს ჰიდინკი

გოლი: კოშტა (23)
გაფრთხილებები: ფლამინი – ოსკარი, მატიჩი, მიკელი
გაძევება: მერტესაკერი (18)
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

0.173431