გოგა ბითაძის “მეგა ლეკსმა” სერბეთის იუნიორთა ლიგაში მორიგი მატჩი მოიგო, 16 წლის ქართველმა კალათბურთელმა კი წარმატებაში ამჯერადაც სოლიდური წვლილი შეიტანა.
“მეგა ლეკსმა” აუტსაიდერ “პიროტს” სტუმრად 92:75 სძლია, ბითაძის მონაგარი კი 15 ქულა, 9 მოხსნა და 3 დაფარება იყო. ქართველი ფორვარდის კლუბმა 11 მატჩში მე-8 გამარჯვება იზეიმა დ იუნიორთა ლიგაში “პარტიზანის” კვალად მე-2 ადგილზე იმყოფება.