ამბიციურ “ვოლფსბურგს” ცუდი დროება უდგას. დიტერ ჰეკინგის შეგირდებმა ბუნდესლიგის მეორე წრის პირველივე ტურში წააგეს, თანაც ერთ-ერთ აუტსაიდერ “აინტრახტთან”.
“ვოლფსბურგის” ცუდი სერია მისსავე სატურნირო მდგომარეობაზე მოქმედებს და ერთ დროს ოთხეულში მყოფი გუნდი, ახლა უკვე მეშვიდე ადგილამდე დაქვეითდა. არადა, “კომერცბანკ არენაზე” “მგლებისთვის” ყველაფერი კარგად მიდიოდა და შეტევაში ჩართული დანტეს გოლით ტაიმიც მოიგეს, მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა. მეორე ტაიმში “აინტრახტმა” სამი გოლი გაიტანა და სამივეჯერ დიეგო ბენალიოს კარი კაპიტანმა ალექსანდრ მეიერმა დალაშქრა. ვეტერანი შემტევი არმინ ვეჰის გუნდისთვის მართლაც დიდი ძალაა და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა. გადამწყვეტი გოლი მეიერმა მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში გაიტანა.
ავტორიტეტული გამოცემა “კიკერი” თამაშამდე გიორგი პაპუნაშვილის განაცხადში მოხვედრას კი ვარაუდობდა, მაგრამ ასე არ მოხდა და ახალგაზრდა ქართველმა ისევ “ვერდერის” მეორე გუნდში ითამაშა. მის გარეშე კი “ბრემენელმა მუსიკოსებმა” გასვლაზე გელზენკირხენში “შალკეს” ერთი ამოსუნთქვით მოუგო და გადარჩენისკენ მცირე, მაგრამ მყარი ნაბიჯი გადაგდა. თვითონ შეხვედრა კი სტუმართათვის კარგად არ დაწყებულა: მე-4 წუთზე ჟოელ მატიპმა “შალკე” წინ გაიყვანა, თუმცა მერე გოლები მხოლოდ “ვერდერს” გაჰქონდა და საბოლოო ჯამში ვიქტორ სკრიპნიკის შეგირდებმა დამსახურებულად 3:1 იმარჯვეს. ბრმენელებზე უკვე ვთქვით და, “შალკე” ჩემპიონთა ლიგის ზონას კიდევ უფრო დაშორდა.
“აინტრახტი” – “ვოლფსბურგი” 3:2 (0:1) (მიმოხილვა)
ფრანკფურტი, “კომერცბანკ არენა”
მაყურებელი: 35 000
“აინტრახტი” (4-2-3-1): ჰრადეცკი; ჰასებე, ძამბრანო, აბრაჰამი, ოცზიპკა; რუსი, სტენდერა; აიგნერი (იგნიოვსკი 90), მეიერი, ჰუსჟტი; სეფეროვიჩი (ფაბიანი 46)
მწვრთნელი: ვეჰი
“ვოლფსბურგი” (4-4-2): ბენალიო; ვიეირინია, ნალდო, დანტე, როდრიგესი; დრაქსლერი (შეფერი 86), ტრეში, გუილავოჯი, კალიჯური (იუნგი 62); კრუსე (ბენტნერი 78),შურლე
მწვრთნელი: ჰეკინგი
გოლები: 0:1 დანტე (25), 1:1 მეიერი (66), 2:1 მეიერი (73), 2:2 შურლე (79), 3:2 მეიერი (90)
გაფრთხილება: ჰუსჟტი (56), ჰასებე (85)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 18 (11) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 3:2
მსაჯი: კირხერი
“შალკე” – “ვერდერი” 1:3 (1:1) (მიმოხილვა)
გელზენკირხენი, “ველტინს არენა”
მაყურებელი: 60 000
“შალკე” (4-2-3-1): ფარმანი; კაისარა, ნოიშტადტერი, მატიპი, კოლასინაჩი; გეისი (დი სანტო 76), გორეცკა; სანე, მეიერი (ბელჰანდა 60), ჩუპო-მოტინგი; ჰუნტელაარი
მწვრთნელი: ბრეიტენრეიტერი
“ვერდერი” (4-4-2): ვიედვალდი; გებრე სელასიე, ვესტერგაარდი, ჯილობოჯი, გარსია; ოზტუნალი (ბარტლესი 90), ფრიტცი, ბარგფრედე (იუნუზოვიჩი 40), გრილიტში; უჯა, პიზარო (ფროდე 85)
მწვრთნელი: სკრპინიკი
გოლები: 1:0 მატიპი (4), 1:1 ფრიტცი (43), 1:2 პიზარო (53), 1:3 უჯა (89)
გაფრთხილება: კოლასინაჩი (77) - გრილიტში (35), იუნუზოვიჩი (57), პიზარო (80)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (4) – 16 (5) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 13:1 თამაშგარე: 2:0
მსაჯი: დინგერტი