ფეხბურთი

21:35 | 24.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელები: საქართველო და ბულგარეთი უგოლოდ დაშორდნენ

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა გიორგი ყიფიანის მწვრთნელობით პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და ბულგარეთთან 0:0 დაასრულა. ეს გუნდები 26 იანვარს კიდევ ითამაშებენ, ამჯერად გორის “თენგიზ ბურჯანაძეზე”.

შეგახსენებთ, ყიფიანი ორიოდე კვირის წინ დაინიშნა ნაკრების თავკაცად და ამ პოსტზე ვასილ მაისურაძე შეცვალა.

ყიფიანმა ბულგარეთთან ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ქურდაძე, ჩაჩუა (ფოჩხუა 81), ჭიჭინაძე, ლოჩოშვილი (კამლაძე 81), კომახიძე (კობოური 60), ალთუნაშვილი (ბაშელეიშვილი 71), ბიძინაშვილი (ქორიძე 71), კოხრეიძე (მამუჩაშვილი 60), გვარაძე (ართმელაძე 71), მიქელთაძე (ლილუაშვილი 81), გოშთელიანი (ახალაძე 60), ჭიჭინაძე (მაღრაძე 81)

0.1251