ქართველ ჩოგბურთელ ეკატერინე გორგოძეს თურქეთის ქალაქ ანტალიაში ზედიზედ მე-2 10-ათასიანი ტურნირის მოგებამდე 1 ნაბიჯი დააკლდა.
მე-2 ნომრად განთესილმა გორგოძემ მეოთხედფინალში მე-8 განთესვის მქონე რუმინელ იოანა ლორედანა როსკას 6:2, 6:1 სძლია, ნახევარფინალში უნგრელ ანა ბონდარს (მე-4) 2:6, 7:5, 6:3 მოუგო, ფინალში კი პირველი რეიტინგის მქონე მაკედონიელ კინა გორჩესკასთან 6:1, 3:6, 2:6 დამარცხდა.
წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალში სოფო ქვაცაბაიამ და რუსმა ეკატერინა წიკლაურმა მე-3 განთესვის მქონე უნგრულ-რუმინულ დუეტთან (ბუკტა-ტომოვა) 5:7, 1:6 წააგეს.