“ლივერპული” მზადაა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “ლესტერის” მეკარე კასპერ შმეიხელი დაიმატეს. Mirror-ის ინფორმაციით, ლეგენდარული მეკარის პიტერ შმეიხელის ვაჟის შეძენით “მანჩესტერ იუნაიტედიცაა” დაინტერესებული. “წითელი ეშმაკები” მეკარეს დავიდ დე ხეას შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც შესაძლოა “რეალში” წავიდეს.
კასპერი “მელიებს” 2011 წელს “ლიდსიდან” შეუერთდა და მას შემდეგ გუნდის რიგებში 202 მატჩი ჩაატარა. ეროვნულ ნაკრებში კი დებიუტი 2013 წელს ჰქონდა. მიმდინარე სეზონში შმეიხელი “ლესტერში” კარგად თამაშობს და პრემიერლიგის სიმბოლურშიც ხვდება ხოლმე.