ფეხბურთი

14:44 | 24.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” ხამესის სანაცვლოდ 63 მილიონს ჩამოდის

“მანჩესტერ იუნაიტედი” მადრიდის “რეალის” შემტევის ხამეს როდრიგესის შეძენას შეეცდება. Sunday Express-ის ინფორმაციით, ინგლისელებმა ესპანელებთან მოლაპარაკება უკვე დაიწყეს.

“წითელი ეშმაკები” მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 63 მილიონი გირვანქა სტერლინგი გაიღონ. ზინედინ ზიდანის განცხადებით კი, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ფეხბურთელი “რეალს” არ დატოვებს.

მიმდინარე სეზონში ხამესს ტრავმის გამო 11 მატჩი გაუცდა. კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა 2015/16 წლების სეზონში ჯამში 13 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონ ევროს შეადგენს.

0.116956