ფეხბურთი

3:04 | 24.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლესტერი” კვლავ გალიდერდა, “ლივერპულმა” თრილერში მოიგო

ინგლისის ჩემპიონატის 23-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს 8 შეხვედრა გაიმართა. წლევანდელი სეზონის უმთავრესმა სენსაციამ “ლესტერმა” შინ “სტოკი” გაანადგურა და კვლავ ერთპიროვნულად გალიდერდა, ხოლო “მანჩესტერ სიტიმ” გასვლაზე “ვესტ ჰემთან” დაკარგა ქულები და ლიდერს ისევ ჩამორჩა.

ტურის გახსნითი შეხვედრა “კეროუ როუდზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “ნორვიჩმა” “ლივერპული” მიიღო და ნამდვილ საფეხბურთო თრილერში დამარცხდა. სტუმრები მე-18 წუთზე რობერტო ფირმინომ დააწინაურა, თუმცა 54-ე წუთისთვის “ლივერპული” უკვე ორბურთიანი სხვაობით აგებდა: ჯერ მბოკანიმ გაათანაბრა ქუსლით, შემდეგ ნეისმიტმა ახალ კლუბში დებიუტი აღნიშნა გოლით, ხოლო ჰულაჰანმა პენალტი გამოიყენა.

ამის შემდეგ მერსისაიდელები გააქტიურდნენ და ერთ წუთში ჯორდან ჰენდერსონმა სხვაობა შეამცირა, ხოლო 63-ე წუთზე ფირმინომ დუბლი შეასრულა და გაათანაბრა. 75-ე წუთზე ჯეიმს მილნერმა მასპინძელთა მცველის უხეში შეცდომით ისარგებლა და “ლივერპული” კიდევ ერთხელ დააწინაურა. მატჩის კულმინაცია მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო გამოდგა: 92-ე წუთზე ბასონგმა გაათანაბრა, ხოლო 95-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ლალანამ გამარჯვების გოლი გაიტანა, რასაც იურგენ კლოპის ემოციური აღნიშვნა და სათვალის დამტვრევა მოჰყვა – 4:5.

კვლავ ერთპიროვნულ ლიდერად მოგვევლინა “ლესტერი”, რომელმაც შინ “სტოკი” იოლად დაამარცხა. მასპინძლებმა პირველი ნახევარი დრინკვოთერის გოლით მოიგეს, ხოლო მეორე ტაიმში ჯეიმი ვარდიმ და ლეონარდო ულოამ შეძლეს “დურგლების” დამწუხრება – 3:0.

მორიგი გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა “მანჩესტერ სიტიმ”, რომელიც “ბოლეინ გრაუნდზე” ორჯერ აგებდა “ვესტ ჰემთან”, თუმცა სერხიო აგუერომ დუბლით ქულა გადაურჩინა თავის გუნდს. მასპინძელთაგან ასევე დუბლით ენერ ვალენსია გამოირჩა – 2:2.

დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა “ტოტენჰემმა”, რომელმაც გასვლაზე “კრისტალ პალასს” აჯობა, ოთხეულში ადგილი გაიმყარა და მე-3 ადგილოსან “სიტის” მიუახლოვდა. ლონდონელებმა პირველი ტაიმი იან ვერტონგენის ავტოგოლით წააგეს, მაგრამ მეორე ნახევარში კეინმა, ალიმ და ჩადლიმ “დეზებს” მოაგებინეს. ულამაზესი გამოდგა მეორე ბურთი, რომელიც ალის ანგარიშზეა.

მორიგი უსახური მატჩი ჩაატარა “მანჩესტერ იუნაიტედმა”. ლუის ვან გაალის შეგირდები შინ “საუთჰემპტონთან” დამარცხდნენ და ჩემპიონთა ლიგის ზონას 5 ქულით ჩამორჩნენ. სტუმრებს შეცვლაზე შემოსულმა ჩარლი ოსტინმა მოაგებინა, რომელსაც “წმინდანების” რიგებში დებიუტი ჰქონდა.

“უოტფორდმა” შინ “ნიუკასლს” სძლია, “ასტონ ვილამ” გასვლაზე “ვესტ ბრომვიჩთან” არ წააგო, ხოლო “სანდერლენდმა” და “ბორნმუთმა” “ლაით ოფ სთედიუმზე” გაიყვეს ქულები.

ნორვიჩი – ლივერპული 4:5 (2:1)

ნორვიჩი, “კეროუ როუდი”

ნორვიჩი (4-2-3-1): რუდი, მარტინი, ბასონგი, ბრედი, პინტო, დორანსი, ჰაუსონი, ნეისმიტი (ჯერომი 82), რედმონდი (იარვისი 70), ჰულაჰანი (ოლსონი 70), მბოკანი.
მწვრთნელი: ალექს ნილი

ლივერპული (4-3-3): მინოლე, სახო, ტურე, კლაინი, მორენო (კოლკერი 90), ჰენდერსონი (ბენტეკე 76), ჩანი, ლეივა, აიბი (ლალანა 59), მილნერი, ფირმინო.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 0:1;3:3 ფირმინო (18;63), 1:1 მბოკანი (29), 2:1 ნეისმიტი (41), 3:1 ჰულაჰანი (54 პენ.), 3:2 ჰენდერსონი (55), 3:4 მილნერი (75), 4:4 ბასონგი (92), ლალანა (95)
გაფრთხილებები: ლალანა
მსაჯი: ლი მეისონი

ლესტერი – სტოკი 3:0 (1:0)

ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, ჰუტი, მორგანი, ფუჩსი, სიმპსონი, დრინკვოთერი, კანტე, ოლბრაიტონი (გრეი 88), მაჰრეზი, ვარდი, ოკაზაკი (ულოა 62).
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

სტოკი (4-2-3-1): ბატლანდი, შოუკროსი (უილსონი 30), ვოლშაიდი, გ.ჯონსონი, პიტერსი, ველანი, აფელაი, უოლტერსი, შაქირი (კრაუჩი 79), დიუფი (ოდემვინგე 71), ხოსელუ.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლები: 1:0 დრინკვოთერი (42), 2:0 ვარდი (66), 3:0 ულოა (87)
გაფრთხილებები: შაქირი
მსაჯი: მაიკლ დინი

კრისტალ პალასი – ტოტენჰემი 1:3 (1:0)

ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

კრისტალ პალასი (4-2-3-1): ჰენესი, დანი, დელანი, იარდი, სუარე, მაკარტური (იედინაკი 79), ლედლი, კაბაიე (კემპბელი 85), პანჩონი, ზაჰა, კემპბელი.
მწვრთნელი: ალან პარდიუ

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი (ვიმერი 75), ალდერვეირელდი, ტრიპიერი, უოლკერი, დაიერი (ჩადლი 56), დემბელე, ერიკსენი (ბენტალები 88), ალი, სონი, კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 1:0 ვერტონგენი (30 ს.კ.), 1:1 კეინი (63), 1:2 ალი (84), 1:3 ჩადლი (95)
გაფრთხილებები: მაკარტური, იედინაკი – ტრიპიერი, კეინი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

სანდერლენდი – ბორნმუთი 1:1 (1:1)

სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”

სანდერლენდი (4-2-3-1): მანონე, ბრაუნი, ოში, ჯონსი, ვან აანჰოლტი, მ’ვილა, კატერმოლი, ლენსი (როდუელი 88), ბორინი (უოტმორი 66), ა.ჯონსონი, დეფო.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

ბორნმუთი (4-1-4-1): ბორუცი, კუკი, ფრანცისი, დანიელსი, სმიტი, სურმანი, არტერი, გოსლინგი, პუგი (რიტჩი 57), სტანისლასი (მურეი 92), აფობე (გრებანი 64).
მწვრთნელი: ედი ჰაუ

გოლები: 0:1 აფობე (13), ვან აანჰოლტი (45+1)
გაფრთხილებები: ჯონსი – სურმანი
მსაჯი: როჯერ ისტი

უოტფორდი – ნიუკასლი 2:1 (2:1)

უოტფორდი, “ვიკარეიჯ როუდი”

უოტფორდი (4-4-2): გომეში, ბრიტოსი, კეტკარტი, პარედესი (ნიომი 89), აკე, უოტსონი, კაპუ, ხურადო (აბდი 77), ბეჰრამი, დინი (ამრაბატი 93), იგალო.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

ნიუკასლი (3-4-2-1): ელიოტი, კოლოჩინი (რივიერი 88), ლასკელესი, მბემბა, აარონსი (გუფრანი 59), ჯანმაატი, საივე (ა.პერესი 59), შელვი, სისოკო, ვეინალდუმი, მიტროვიჩი.
მწვრთნელი: სტივ მაკკლარენი

გოლები: 1:0 იგალო (46), 2:0 კეტკარტი (58), 2:1 ლასკელესი (71)
გაფრთხილებები: ბრიტოსი, ბეჰრამი – მბემბა
მსაჯი: ანდრე მარინერი

ვესტ ბრომვიჩი – ასტონ ვილა 0:0

ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”

ვესტ ბრომვიჩი (4-4-1-1): ფოსტერი, ოლსონი, მაკოლი, დოუსონი, ევანსი, დ.ფლეტჩერი, იაკობი, სესენიონი (მაკმანამანი 74), მაკკლინი, გარდნერი (ბერაჰინო 64), რონდონი (ანიჩებე 64).
მწვრთნელი: ტონი პულისი

ასტონ ვილა (4-3-3): ბანი, ოკორე, ლესკოტი, რიჩარდსი, სისოხო, ბაკუნა, გაიე, ვესტვუდი, ჯ.აიუ, ხილი, კოზაკი (ჟესტედი 64, ვერეტუტი 81).
მწვრთნელი: რემი გარდი

გაფრთხილებები: რიჩარდსი
მსაჯი: რობერტ მედლი

მანჩესტერ იუნაიტედი – საუთჰემპტონი 0:1 (0:0)

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მანჩესტერ იუნაიტედი (3-4-1-2): დე ხეა, დარმიანი (მაკნეირი 60), ბლინდი, სმოლინგი, ბორთუიკ-ჯექსონი (იანუზაი 86), ფელაინი (მატა 46), შნეიდერლენი, ლინგარდი, ერერა, მარტიალი, რუნი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი, ფონტე, ვან დეიკი, ბერტრანი, სოარეში, კლასი (რომეუ 67), ვანიამა, მანე (ოსტინი 79), ტარგეტი, ტადიჩი (უარდ-პროუსი 67), ლონგი.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

გოლი: ოსტინი (87)
მსაჯი: მაიკ ჯონსი

ვესტ ჰემი – მანჩესტერ სიტი 2:2 (1:1)

ლონდონი, “ბოლეინ გრაუნდი”

ვესტ ჰემი (4-3-3): ადრიანი, კოლინსი, რიდი, კრესველი, ჯენკინსონი (ბაირამი 13), სონგი, ნობლი, კუაიტე, ანტონიო (მოზესი 65), პაიე, ვალენსია (იელავიჩი 87).
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, ოტამენდი, დემიჩელისი, სანია, კლიში, დელფი (აიჰენაჩო 76), ტურე, სილვა (ფერნანდო 83), დე ბრუინი, ნავასი (სტერლინგი 67), აგუერო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გოლები: 1:0;2:1 ვალენსია (1;56), 1:1;2:2 აგუერო (9 პენ. 81)
გაფრთხილებები: ნობლი, ბაირამი – დემიჩელისი, ტურე, ფერნანდო
მსაჯი: კრეიგ პაუსონი

0.150855