როგორც Suddeutsche Zeitung-ი იუწყება, ფედერალური ბიურო, რომელიც ფიფას კორუფციულ საქმეს იძიებს, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ფიფასთვის 6.7 მილიონი ევროს გადაცემის ფაქტს იძიებს.
გერმანული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა გერმანიის ფეხბურთის მმართველმა პირებმა ფიფას მაღალჩინოსნებს გადაურიცხეს და ამით 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვეს.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, საგამოძიებო ბიუროსთვის ეს საქმე პრიორიტეტების სიაში მესამე ადგილზე იმყოფება.