სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

20:06 | 23.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

დავით სირაძე: "ოფიციალურად არა, მაგრამ თითქმის დავასრულე კარიერა"
"ბევრისგან ისმოდა, რომ ნაკრებში თურმე შემთხვევით გამქონდა გოლები"

34 წლის დავით სირაძე, კარგა ხანია, უკლუბოდაა. ბოლოს მოლდოვურ "დაჩიაში" თამაშობდა და ახლა რომელიმე ქართულმა კლუბმა რომ მოინდომოს სირაძის მიყვანა, მოლდოველებს გარკვეული თანხა უნდა გადაუხადოს. ეს მიზერული თანხაა, თუმცა...

სირაძემ "მსოფლიო სპორტს" უთხრა, რომ კარიერა ოფიციალურად არა, მაგრამ თითქმის დაასრულა და სურს, რომ საფეხბურთო მენეჯერად იმუშავოს.

დავითს ეროვნულ ნაკრებში 8 გოლი აქვს გატანილი და უმეტესობა გადამწყვეტი ხასიათისა იყო.

- ინდივიდუალურად ვარჯიშს თუ აგრძელებთ?

- დიახ, ვვარჯიშობ და მსურს, რომ ფორმა შევინარჩუნო. ბოლოს "ცხინვალში"" ვვარჯიშობდი, მერე კი ინდივიდუალურად გავაგრძელე. ოფიციალურად არა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ დავასრულე კარიერა.

- მწვრთნელობას ხომ არ აპირებთ?

- არა, მენეჯერობა მსურს და ვნახოთ. კარგი ურთიიერთობები მაქვს უცხოეთში, გერმანიაში და განსაკუთრებით, რუსეთში. შემიძლია, რომ ქართულ ფეხბურთს გამოვადგე.

- ნაკრებში 8 გოლი გაიტანეთ და ყველაზე სასიამოვნოდ რომელი გოლი გახსენდებათ?

- თურქეთთან ამხანაგურში, რომელიც თბილისში 1:0 მოვიგეთ. სავსე ტრიბუნები, დაძაბული თამაში - ყველაფერი ლამაზად იყო. თან, ჩემი პირველი გოლი იყო ნაკრებში. ისე კი, გული მწყდებოდა, ხშირად გამიგია, სირაძეს ნაკრებში გოლები შემთხვევით გაჰქონდაო. ალბათ, თქვენც მოგისმენიათ.

- შემთხვევით გაჰქონდაო არა, მაგრამ იმას აღნიშნავდნენ, რომ ნაკრებში უფრო შედეგიანი იყავით, ვიდრე კლუბში...

- ასეც იყო, მაგრამ ამას სხვა მიზეზი ჰქონდა. მე პროფესიულ ფეხბურთში თამაში რომ დავიწყე, ცენტრალური ნახევარმცველი ვიყავი. მეორე საყრდენად ვთამაშობდი. თავდამსხმელი არ ვყოფილვარ, "ლოკომოტივში" ლუის ცაკარიასმა ამწია თავდასხმაში. გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში რომ გადავედი, არც იქ ვთამაშობდი გამოკვეთილ ფორვარდად, აი, ნაკრებში კი თავდამსხმელად მაყენებდნენ. ასე ვთქვათ, გადამარქვეს სახელი და თავდამსხმელი შემარქვეს. ნაკრებში კიდევ რომ დამცლოდა, 8 გოლზე მეტი მექნებოდა. რაც მოხდა, მოხდა. შემთხვევით კი ნამდვილად არ გამქონდა. შემთხვევით შეიძლება გაიტანო ერთხელ, ან ორჯერ.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.112667