კალათბურთი

18:16 | 23.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“All Star”-ის ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული და MVP გიგი ბარბაქაძე გახდა

“All Star”-ის ჩატენვების კონურსი, სადაც გიგი ბარბაქაძე, მეთიუ გლოვერი (“სოხუმი”) და დევიდ კაილსი (“რუსთავი”) მონაწილეობდნენ, ქართველი კალათბურთელის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ბურთი კალათში ბერა ივანიშვილის თავზე გადავლებით მოათავსა.

გიგი ბარბაქაძე ამ “All Star”-ზე ჩატენვების კონკურსში გამარჯვებასთან ერთად MVP-ც გახდა, ხოლო სამქულიანების კონკურსში ფინალში მიიღო მონაწილეობა.

“All Star”-ის დასრულების შემდეგ, ბარბაქაძემ “მსოფლიო სპორტთან” ესაუბრა:

“თავს ბედნიერად ვთვლი, რადგან “All Star”-ის MVP გავხდი. აღნიშნულ ტურნირებში ჩემს კოლექციას მხოლოდ MVP აკლდა და შეიძლება ითქვას, რომ გავასამე და ჩემი კოლექცია “All Star”-ის MVP, ჩატენვებისა და სამქულიანების გამარჯვებულის პრიზებით შეივსო. სამქულიანები ერთხელ, ხოლო ჩატენვები სამჯერ მაქვს მოგებული. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს და “All Star”-ის ორგანიზატორებს”.

0.132899