ფეხბურთი

14:14 | 23.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთის ფედერაცია კახა ცხადაძესთან მუშაობის გაგრძელებას წარმოუდგენლად მიიჩნევს

ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან კახა ცხადაძის გათავისუფლების საკითხს განიხილავს.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცეპრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე.

კობიაშვილმა აღნიშნა, რომ კახა ცხადაძესთან მუშაობას წარმოუდგენლად მიიჩნევს ყოველივე იმის შემდეგ, რაც ბოლო დღეებში თავად ცხადაძისგან მოისმინა.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში შეიკრიბება აღმასკომი და დღის წესრიგში დადაგება კახა ცხადაძის გათავისუფლების საკითხი და დაამატა, რომ პირადად მისთვის ცხადაძე უკვე აღარც განიხილება ნაკრების მწვრთნელად.

0.130456