თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში 2 ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს – ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია.
მე-2 ნომრად განთესილმა გორგოძემ კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – თურქი ჩემრე ანილი 6:2, 6:1 დაამარცხა, მომდევნო რაუნდში კი მე-8 განთესვის მქონე რუმინელ იოანა ლორედანა როსკას გაეჯიბრება.
მე-6 ნომრად მიჩნეულ ბულგარელ ვიკტორია ტომოვასთან ჭიდილი ელის სოფო ქვაცაბაიას, რომელიც ანტალიაში მე-3 განთესვით ირჯება. ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციიდან გამოსულ ავსტრიელ კაროლინ ილოვსკას 7:6 (7:4), 6:1 სძლია.
წყვილთა ტურნირში ქვაცაბაია და რუსი ეკატერინა წიკლაური მე-3 ნომრად განთესილ უნგრულ-ბულგარულ დუეტთან (ბუკტა-ტომოვა) 5:7, 1:6 დამარცხდნენ.