ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელები ედენ აზარი და დიეგო კოშტა გუნდს “არსენალთან” მატჩში დაეხმარებიან. აღნიშნული ინფორმაცია “არისტოკრატების” მთავარმა მწვრთნელმა გუს ჰიდინკმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა.
ბელგიელმა შემტევმა ტრავმა 3 იანვარს “კრისტალ პალასთან” მატჩში მიიღო და სამი შეხვედრა გამოტოვა. ესპანელი თავდამსხმელი კი “ევერტონთან” შეხვედრაში მსუბუქად დაშავდა და ახლა უკვე მწყობრიშია.
ლონდონურ დერბის 24 იანვარს “არსენალი” უმასპინძლებს. პრემიერლიგის 23-ე ტურის შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.