ჩოგბურთი

18:21 | 22.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიაში ფედერერი და ჯოკოვიჩი წინ მიიწევენ

“ავსტრალიის ღია პირველობის” 1/16-ფინალი ნოვაკ ჯოკოვიჩმა და როჯერ ფედერერმა წარმატებით დასძლიეს.

ფედერერმა ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი 6:4, 3:6, 6:1, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 35 წუთს გაგრძელდა. ფედერერმა 13 ეისი ჩააწოდა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა. 15 შესაძლებლობიდან მხოლოდ 4 ბრეიკი შეასრულა. 1/8-ფინალში როჯერის მეტოქე ბელგიელი დავიდ გოფინი იქნება.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა იტალიელი ანდრეა სეპის 6:1, 7:5, 7:6 აჯობა. მესამე სეტში ნოლემ ტაი-ბრეიკი 8:6 მოიგო. შეხვედრა 2 საათსა და 24 წუთს გარძელდა. სერბს 9 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. 1/8-ფინალში ნოვაკი ფრანგ ჟილ სიმონს შეხვდება.

0.10081