ერთთვიანი პაუზის შემდეგ გერმანიის ბუნდესლიგა დღეს განახლდება. მეორე წრის პირველი, ანუ, XVIII ტური ჰამბურგში დაიწყება, სადაც “ვოლკპარკშტადიონზე” ადგილობრივი “ჰამბურგი” მოქმედ ჩემპიონ და ლიდერ “ბაიერნს” ეთამაშება. საერთოდ, მიუნხენური გიგანტისთვის “ჰამბურგი” ტკბილ ლუკმადაა ქცეული და დიდად გასაკვირი არ იქნება თუ ამჯერზეც რეკორდმაისტერი” 3 ქულას ოფლის დაუღვრელად მიითვლის. პეპ გვარდიოლა სეზონის ბოლოს გუნდს კი ტოვებს, თუმცა მანამდე კიდევ 6 თვეა და ბუნებრივია, გამარჯვებული წასვლა უნდა. შესაბამისად, “ვერცხლის სინის” მოგებაც გეგმის ნაწილია. თანაც, “ბაიერნმა” პირველ წრეში მეტოქეებთან ისეთი უპირატესობა შეიქმნა, ჩემპიონობის საკითხი თითქმის მოგვარებული აქვს. ბრუნო ლაბადიას “ჰამბრუგი” კი მისთვის ჩვეულ პოზიციაზეა – ცხრილის მეორე ნაწილში, მაგრამ გასავარდნი ზონა ჯერ კიდევ შორსაა და ამ ეტაპზე ჰამბურგელებს მშვიდად ყოფნა შეუძლიათ...
ტურის ცენტრალური შეხვედრა კი შაბათსაა ჩანიშნული. “ბორუსია პარკზე” “გლადბახი” “დორტმუნდის” მასპინძელი იქნება. ორივე “ბორუსიამ” პირველი წრე კარგად განვლო და ოთხეულში დაასრულა. ტომას ტუხელის გუნდი მეორეა და თუ ვინმეს “ბაიერნის” კონკურენტი შეიძლება ეწოდოს, ეს მხოლოდ “დორტმუნდია”. რაც შეეხება “გლადბახს”, მოგეხსენებათ, ამ გუნდმა სეზონი საშინლად დაიწყო, მაგრამ მერე შედეგები გამოასწორა და პირველი წრის დასრულება მეოთხე ადგილზე მაინც შეძლო, რაც დიდწილად მთავარი მწვრთნელის, ანდრე შუბერტის დამსახურებაა, რომლის მოსვლის შემდგომაც გლადბახელებმა მიჯრით მოიგეს თამაშები და მათ შორის, მიუნხენის “ბაიერნსაც” კი აჯობეს.
ტურის დასკვნით მატჩში ერთ დროს ჩემპიონობის მაძიებლები, “შალკე” და “ვერდერი” შეერკინებიან. მართლაც, დრო იყო ორთავე გუნდი “ვერცხლის სინს” რომ უმიზნებდა, ახლა კი სხვა სიტუაციაა – “ვერდერი” არგავარდნისთვის იბრძვის, ხოლო “შალკე” ევროსაგზურის მოპოვებას ცდილობს. საერთოდ, პირველი წრე “ხუმარებმა” მეტად არადამაჯერებლად და რაც მთავარია, არასტაბილურად განვლეს. “ბრემენელმა მუსიკოსებმა” კი სტაბილურად, თუმცა წარუმატებლად და გასავარდნი ზონისგან ერთადერთი ქულა აშორებთ. სხვათა შორის, ავტორიტეტულ გერმანულ გამოცემა “კიკერს” თუ დავუჯერებთ, “ვერდერის” სათადარიგო სკამზე ქართველი გიორგი პაპუნაშვილი იქნება, რომლისთვისაც ეს ბუნდესლიგაში ასეთ დონეზე სადებიუტო აღმოჩნდება. შეგახსენებთ, პაპუნაშვილი ვიქტორ სკრიპნკის შეკრებაზე ჰყავდა წაყვანილი და “დინამოს” ექსშემტევს თავი არ შეურცხვენია, გოლიც გაიტანა.
“ჰამბურგი” – “ბაიერნი”
ჰამბურგი, “ვოლკპარკშტადიონი”
22 იანვარი, 23:30 საათი
“ჰამბურგი” (4-2-3-1): ადლერი; დიკმაიერი, ჯურუ, კლებერი, ოსტრზელოკი; კაჩარი, ჰოლტბი; მიულერი, ჰანტი, ილიჩევიჩი; ლასოგა
მწვრთნელი: ლაბადია
“ბაიერნი” (4-2-3-1): ნოიერი; ლამი, ხავი მარტინესი, ბოატენგი, ალაბა; ვიდალი, ალონსო; რობენი, მიულერი, დუგლას კოშტა; ლევანდოვსკი
მწვრთნელი: გვარდიოლა
მსაჯი: ცვაიერი
“კიოლნი” – “შტუტგარტი”
კიოლნი, “რეინერჯერშტადიონი”
23 იანვარი, 18:30 საათი
“კიოლნი” (4-4-2): ჰორნი; ოლკოვსკი, მაროჰი, ჰეინტცი, ექტორი; რისე, ლემანი, გერჰარტი, ბიტენკურტი; ოსაკო, მოდესტე
მწვრთნელი: სტოგერი
“შტუტგარტი” (4-2-3-1): ტიტონი; კლეინი, შვააბი, ნიდერმაიერი, ინსუა; სერეი დიე, გენტნერი; რუპი, დიდავი, კოსტიჩი; ვერნერი
მწვრთნელი: კრამნი
მსაჯი: გრაფე
“ჰანოვერი” – “დარმშტადტი”
ჰანოვერი, HDI არენა
23 იანვარი, 18:30 საათი
“ჰანოვერი” (4-1-2-1-2): ცილერი; საკაი, მარსელო, შულცი, სორგი; ჰოფმანი; სანე, პრიბი; შმიედებახი; ალმეიდა, სჟალაი
მწვრთნელი: შააფი
“დარმშტადტი” (4-2-2-1-1): მატეინია; გარიჩსი, სულუ, რაიკოვიჩი, კალდიროლა; ნიემაიერი, გონდორფი; ჰელერი, რაუში; როზენტალი; ვაგნერი
მწვრთნელი: შუსტერი
მსაჯი: აიტეკინი
“ჰერტა” – “აუგსბურგი”
ბერლინი, “ოლიმპიაშტადიონი”
23 იანვარი, 18:30 საათი
“ჰერტა” (4-2-3-1): იარშტეინი; ვეიზერი, ლანგკამპი, ბრუკსი, პლატენჰარდტი; ლუსტენბერგერი, სკიელბერგი; ჰარაგუჩი, დარიდა, კალუ; იბიშევიჩი
მწვრთნელი: დარდაი
“აუგსბურგი” (4-2-3-1): ჰიტცი; ვერჰაეგი, ჰონგი, კლავანი, მაქსი; კორი, ბაიერი; ეშვეინი, მორავეკი, საიუბი; ბობადილია
მწვრთნელი: ვეინზიერლი
მსაჯი: შტილერი
“ჰოფენჰაიმი” – “ლევერკუზენი”
ზინსჰაიმი, “ვირსოლ რეინ არენა”
23 იანვარი, 18:30 საათი
“ჰოფენჰაიმი” (4-2-3-1): ბაუმანი; კადერაბეკი, შარი, სულე, კიმი; სტრობლი, რუდი; შმიდი, ვოლანდი, ზუბერი; ვარგასი
მწვრთნელი: სტევენსი
“ლევერკუზენი” (4-2-2-2): ლენო; იედვაი, ტოპრაკი, ტაჰი, ვენდელი; კამპლი, კრამერი; ბელარაბი, ჩალჰანოღლუ; ჩიჩარიტო, კისლინგი
მწვრთნელი: შმიდტი
მსაჯი: ფრიტცი
“ინგოლშტადტი” – “მაინცი”
ინგოლშტადტი, “აუდი-სპორტპარკი”
23 იანვარი, 18:30 საათი
“ინგოლშტადტი” (4-3-3): ოზჩანი; და კოსტა, მატიპი, ჰუბნერი, ბაუერი; გროსი, როგერი, კრისტიანსენი; ჰარტმანი, ლეზჩანო, კაჩუნგა
მწვრთნელი: ჰასენჰუტლი
“მაინცი” (4-3-3): კარიუსი; ბროზინსკი, ბელი, ჰაკი, ბენგსტონი; ბაუმგალტინგერი, მალი, ლატცა; ონისივო, კორდობა, მუტო
მწვრთნელი: შმიდტი
მსაჯი: მეიერი
“გლადბახი” – “დორტმუნდი”
გლადბახი, “ბორუსია პარკი”
23 იანვარი, 21:30 საათი
“გლადბახი” (4-2-2-2): სომერი; კორბი, კრისტიანსენი, ჰინტერეგერი, ვენდტი; დაჰუდი, ნორდვეიტი; ტრაორე, ჯონსონი; რაფაელი, სტინდლი
მწვრთნელი: შუბერტი
“დორტმუნდი” (4-3-3): ბურკი; პიშჩეკი, სოკრატისი, ჰუმელსი, პარკი; გუნდოგანი, ვეიგლი, კასტრო; მხითარიანი, ობამეიანგი, როისი
მწვრთნელი: ტუხელი
მსაჯი: ბრიხი
“აინტრახტი” – “ვოლფსბურგი”
ფრანკფურტი, “კომერცბანკ არენა”
24 იანვარი, 18:30 საათი
“აინტრახტი” (4-4-2): ჰრადეცკი; იგნიოვსკი, ძამბრანო, აბარაჰამი, ოცზიპკა; სტენდერა, რუსი, ჰასებე, ჰუჟტი; მეიერი, სეფერევოჩი
მწვრთნელი: ვეჰი
“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): ბენალიო; ვიეირინია, ნალდო, დანტე, როდრიგესი; ტრეში, გუილავოჯი; დრაქსლერი, კალიჯური, კრუსე; შურლე
მწვრთნელი: ჰეკინგი
მსაჯი: კირხერი
“შალკე” – “ვერდერი”
გელზენკირხენი, “ველტინს არენა”
24 იანვარი, 20:30 საათი
“შალკე” (4-4-2): ფარმანი; კაისარა, მატიპი, ნოიშტადერი, აოგო; სანე, გორეცკა, გეისი, ჩუპო-მოტინგი; დი სანტო, ჰუნტელაარი
მწვრთნელი: ბრეიტენრეიტერი
“ვერდერი” (4-2-3-1): ვიედვალდი; გებრე სელასიე, ვესტერგაარდი, ჯილობოჯი, გარსია; ფრიტცი, ბარგფრედე; ოზტუნალი, იუნუზოვიჩი, გრილიტში; უჯა
მწვრთნელი: სკრიპნიკი
მსაჯი: დინგერტი