ევროლიგის ტოპ-16-ის მეოთხე ტურში თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” შინ ცსკა 81:71 დაამარცხა. მოსკოვურ გუნდთან გამარჯვებაში ქართველმა კალათბურთელმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა - 11 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და ერთი დაფარება მოაგროვა.
მატჩის შემდეგ თოკომ ევროლიგის ოფოციალურ ვებგვერდთან მცირე კომენტარი გააკეთა:
“კარგად ვითამაშეთ. გამარჯვებისთვის ცოტა შეცდომა უნდა დაგვეშვა, გვეთამაშა კარგად დაცვაში და შეგვენარჩუნებინა მაღალი ტემპი თავდასხმაში. ჩვენ ეს ყველაფერი შევძელით და ამიტომაც გავიმარჯვეთ” – განაცხადა შენგელიამ.