კალათბურთი

13:01 | 22.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

საკალათბურთო “ელ კლასიკო” ბოლო წამზე “ბარსას” გამარჯვებით დასრულდა (+VIDEO)

ევროლიგის ტოპ-16-ის მეოთხე ტურში საკალათბურთო “ელ კლასიკო” გაიმართა. “რეალი” შინ “ბარსელონასთან” 86:87 დამარცხდა. პირველი პერიოდი მადრიდელებმა 27:17 მოიგეს, თუმცა “ბარსამ” მესამე პერიოდში სხვაობა აღმოფხვრა.

მატჩს ბოლო წამები დრამატული გამოდგა. “რეალი” 86:85 იგებდა, ბოლო წამზე “ბარსას” მძიმე ფორვარდმა ჯასტინ დოელმანმა 2-ქულიანი გაუშვა და საფინალო სირენასთან ერთად ბურთი კალათში მოთავსდა. კატალონიურმა კლუბმა მეორე გამარჯვება მოიპოვა. მატჩში ყველაზე მეტი 24 ქულა ჯასტინ დოელმანის ანგარიშზეა.

“რეალი” – “ბარსელონა” 86:87 (27:17, 21:20, 15:25, 23:25)

0.12454