რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ ერთეულთა თანრიგში კარიერაში მეექვსასე შეხვედრა მოიგო. შარაპოვამ “ავსტრალიის ღია პირველობის” 1/16-ფინალში ამერიკელი ლორინ დევისი 6:1, 6:7, 6:0 დაამარცხა.
მოქმედ ჩოგბურელებს შორის შარაპოვა მეოთხეა, ვისაც 600 შეხვედრა მოუგია: ელენა იანკოვიცი (612 მოგება), ვინუს უილიამსი (711), სერენა უილიამსი (739).
რუსის და ამერიკელის შეხვედრა 2 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა. მარიამ 16 ეისი ჩააწოდა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა.
1/8-ფინალში შარაპოვა ბელინდა ბენჩიჩს შეხვდება.