კალათბურთი

11:29 | 22.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულია: “ეს დღეები ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება ჩემს ცხოვრებაში”  

“ოლ სტარის” საბოლოო შედეგის გამოცხადების შემდეგ ზაზა ფაჩულიამ თავის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე ქართველ გულშემატკივრებს მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ზაზას კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:

“ძალიან დიდი მადლობა, ყველას განურჩევლად, ასეთი დაფასებისთვის და თანადგომისთვის, ეს დღეები ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება ჩემს ცხვორებაში. “ყველა ვარსკვლავის” თამაშზე მოხვედრაზე უფრო მეტი, თქვენი სიყვარული და მხარდაჭერაა. ძალა ერთობაშია”.

“ოლ სტარის” გამოკითხვაში დასავლეთ კონფერენციის წინახაზელებში ზაზა ფაჩულიამ 768 112 ხმით მეოთხე ადგილი დაიკავა და მესამე ადგილზე გასულ კავაი ლეონარდს 14 227 ხმით ჩამორჩა.

ცნობისთვის ზაზა, რომ აღმოსავლეთ კონფერენციაში ყოფილიყო, 768 112 ხმით მხოლოდ ლებრონ ჯეიმს ჩამორჩებოდა და მეორე ადგილზე გავიდოდა.

0.119751