ფეხბურთი

23:59 | 21.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბილია სამ კვირას იუქმებს

იტალიის სერია A-ს ბინადარ რომის “ლაციოს” წამყვანი არგენტინელი ნახევარმცველი ლუკას ბილია მინიმუმ სამი კვირის განმავლობაში დააკლდება. როგორც გამოცემა “გაძეტა დელო სპორტი” წერს, სამხრეთამერიკელ ფეხბურთელს მარჯვენა მუხლზე აქვს ტრავმა, რომელიც იტალიის თასზე, ტურინის “იუვენტუსთან” მატჩისას მიიღო. ბილია წინასწარი ინფორმაციით, “კიევოს”, “უდინეზეს”, “ნაპოლისა” და “ჯენოას” წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებს.

29 წლის ფეხბურთელს ტრავმა სეზონის დასაწყისშიც აწუხებდა და მაშინ იძულებით ერთი თვე იუქმა. მიმდინარე სეზონში კი მოედანზე გასვლა ყველა ტურნირის ჩათვლით 19 მატჩში შეძლო და 4 გოლი გაიტანა. ბილიას გარდა “ლაციოს” ლაზარეთში, სტეფან დე ვრეი, ფედერიკო მარკეტი, დუშან ბასტა, სანტიაგო ჯენტილეტი, რიკარდო კიშნა და რაველ მორისონი იმყოფებიან.

0.143853