ფეხბურთი

18:09 | 21.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძეს ყაზახური “ქაირატი” ეპატიჟებოდა?

კახა ცხადაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე არ დაასახელა, თუ რომელ კლუბში სთავაზობდნენ მწვრთნელობას. მან განაცხადა, რომ დეკემბერში დმიტრი გალიამინი თბილისში ესტუმრა და ისაუბრეს. გალიამინი, რომელიც ყოფილი ფეხბურთელია და ცხადაძესთან ერთად თამაშობდა დსთ-ის ნაკრებში, დეკემბერში ყაზახურ ალმათის “ქაირატში” აკადემიის დირექტორად დაინიშნა.

ალბათ, სწორედ ცხადაძის მიყვანა სურდა მწვრთნელად “ქაირატს”, საბოლოოდ კი ალექსანდრ ბოროდიუკი დანიშნეს.

“ქაირატი” მდიდარბიუჯეტიანი კლუბია და სხვათა შორის, შარშან გურამ კაშიას სთავაზობდა კონტრაქტის გაფორმებას. კაშიას გაცილებით მაღალ ხელფასს პირდებოდნენ, ვიდრე “ვიტესში” ჰქონდა. ცნობისთვის, “ქაირატის” სპორტული დირექტორი ჰოლანდიელი ტედ ვან ლიუვენია, რომელიც ადრე “ვიტესში” მუშაობდა ამ პოსტზე.

0.128869