ჩოგბურთი

14:24 | 21.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვამ ავსტრალიის ღია პირველობის პირველი წრე დასძლია

ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობის წყვილთა ტურნირის ძირითად ბადეში თამაშობს, პირველი გამარჯვება იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ ოქსანა ტაივანელ სუ-ვეი ჰსიესთან გახლავთ შეამხანაგებული და საწყის რაუნდშივე მძიმე ბრძოლა გადაიტანა.

კალაშნიკოვა და ჰსიე იაპონელებს – მისაკი დოის და ნაო ჰიბინოს გაეჯიბრნენ და 2:6, 6:2, 7:6 (7:0) მოიგეს.

1/16-ფინალში ქართველი და ტაივანელი ჩოგბურთელები მე-4 ნომრად განთესილ უნგრულ-სლოვაკურ წყვილს (ტიმეა ბაბოში-კატარინა სრებოტნიკი) ეთამაშებიან.

0.124764