სხვა

13:26 | 21.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

პირველი გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე პირველი ისტორიული გამარჯვება იზეიმა. ქართველმა წყალბურთელებმა წარმატებას 2016 წლის ევროპირველობაზე მიაღწიეს, სადაც თურქეთს 12:11 (5:2, 3:2, 3:3, 1:4) სძლიეს.

თავიდანვე ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებს ამ შეხვედრაში წინა თამაშში გაძევებული იოვან პოპოვიჩი ვერ ხელმძღვანელობდა, მის მაგივრად კი გუნდს ვლადიმერ ისელიძე გაუძღვა.

ქართველებმა ყოჩაღად დაიწყეს და მატჩის განმავლობაში ექვსბურთიანი უპურატესობითაც (10:4) კი დაწინაურდნენ, თუმცა, დარჩენილი დრო 2:7 დათმეს და უპირატესობა გაჭირვებით შეინარჩუნეს.

საქართველოს ნაკრების რიგებში ყველაზე შედეგიანი მიხეილ ბაღათურია იყო 3 გოლით, 2-ჯერ თავი გუნდის კაპიტანმა ზურაბ რურუამ, დამირ ცრეპულიამ და მარკო ელეზმა გამოიჩინეს, თითოჯერ კი თავი ბექა ქავთარაძემ, მარკო ელაჩამ და კონსტანტინე გეგელაშვილმა გამოიჩინეს.

ამ გამარჯვების წყალობით, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მე-13 ადგილისთვის ბრძოლის უფლება მიიღო. 22 იანვარს, თბილისის დროით 13:30 საათზე ქართველი წყალბურთელები სლოვაკეთს გაეჯიბრებიან.

0.13075