მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიან კლუბთა რეიტინგს გასული 2014-2015 წლების სეზონის ფინანსური შედეგების მიხედვით უკვე ზედიზედ მე-11 წელია სათავეში მადრიდის “რეალი” უდგას. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი აუდიტორიული კომპანია Deloitte-ს მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.
მადრიდელთა შემოსავალმა გასულ წელს 577 მილიონი ევრო შეადგინა, რაც 27,5 მილიონით აღემატება წინა სეზონის შემოსავალს. რეიტინგში მეორე ადგილზე “ბარსელონაა”, მესამეზე “მანჩესტერ იუნაიტედი”. ყველაზე მაღალშემოსავლიანი კლუბების ტოპ-ოცეული ევროპული კლუბებით დაკომპლექტდა:
- რეალი (ესპანეთი) - 577 მილიონი ევრო
- ბარსელონა (ესპანეთი) - 560,8
- მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი) - 519,5
- პსჟ (საფრანგეთი) - 480,8
- ბაიერნი (გერმანია) - 474
- მანჩესტერ სიტი (ინგლისი) - 463,5
- არსენალი (ინგლისი) - 435,5
- ჩელსი (ინგლისი) - 420
- ლივერპული (ინგლისი) - 391,8
- იუვენტუსი (იტალია) - 323,9
- დორტმუნდი (გერმანია) - 280,6
- ტოტენჰემი (ინგლისი) - 257,5
- შალკე (გერმანია) - 219,7
- მილანი (იტალია) - 199,1
- ატლეტიკო (ესპანეთი) - 187,1
- რომა (იტალია) - 180,4
- ნიუკასლი (ინგლისი) - 169,3
- ევერტონი (ინგლისი) - 165,1
- ინტერი (იტალია) - 164,8
- ვესტ ჰემი (ინგლისი) - 160,9