სუპერლიგის მონაწილე გუნდები თასისათვის ბრძოლას იწყებენ. შეგახსენებთ, რომ ტურნირში უმაღლესი ლიგის წარმომადგენლებთან ერთად ,,ა“ ლიგის მონაწილე ,,ვითა“ და ,,წყალტუბოც“ იასპარეზებენ, რომლებიც 25-ე ეროვნული ჩემპიონატის ბოლოადგილოსან ,,აკადემიასთან“ ერთად საკვალიფიკაციო ტურნირში გამოვლენ. მათ შორის გამარჯვებული მეოთხედფინალში ,,დინამოს“ შეხვდება. თასის გათამაშება ოლიმპიური სისტემით ჩატარდება.
21 იანვარი. სპორტის ახალი სასახლე
საკვალიფიკაციო
ვითა - წყალტუბო 16:15
მეოთხედფინალი
მგზავრები - სოხუმი 18:00
25 იანვარი. ქუთაისი
მეოთხედფინალი
ქუთაისი - რუსთავი 18:30
26 იანვარი. ბათუმი
მეოთხედფინალი
ბათუმი - ოლიმპი 18:00
,,ვითა“-,,წყალტუბოს“ შორის გამარჯვებულის და ,,აკადემიას“ შეხვედრის ჩატარების დრო მოგვიანებით დაზუსტდება. ასევე მოგვიანებით გახდება ცნობილი საკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებულისა და ,,დინამოს“ შეხვედრის თარიღი.