სუპერლიგის მონაწილე ,,სოხუმის“ მოთამაშე მწვრთნელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ლევან ფაცაცია გამოჯანმრთელების შემდეგ ვარჯიშს შეუდგა. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს“ ,,სოხუმის“ მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ფაცაციამ კოჭი ქუთაისში ზურაბ საკანდელიძე-ოთარ ქორქიას მემორიალის პირველ შეხვედრაში ,,სოხუმთან“ გადაიბრუნა და ამის გამო, დანარჩენი მატჩები გამოტოვა.