ჭადრაკი

1:33 | 21.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბაციაშვილი წინ მიიწევს

ქართველმა მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილმა (2485), რომელიც ჰოლანდიურ ვეიკ-ან-ზეეში მიმდინარე Tata Steel Challengers-ზე ირჯება, მე-5 ტურში მე-3 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გაიუმჯობესა.

ბაციაშვილმა თეთრი ფიგურებით ჰოლანდიელი მიგელ ადმირაალი (2441) დაამარცხა და თავი სამ ქულას მოუყარა. ნინო გერმანელ ლივიუ-დიტერ ნისეპეანუსთან (2679) და აზერბაიჯანელ ელტაჯ საფარლისთან (2653) ერთად მესამე-მეხუთე ადგილებს იყოფს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, მეხუთეა.

ტურნირის სათავეში 4.5-4.5 ქულით რუსი ალექსეი დრეევი (2644) და ინდოელი ადჰიბან ბასკარანი (2653) იმყოფებიან. დღეს, Tata Steel Challengers-ზე დასვენებაა, 22 იანვარს კი ბაციაშვილი კი შავი ფიგურებით ჰოლანდიელ ბენჯამინ ბოკს (2607) ეთამაშება.

0.134238