ჩოგბურთი

0:53 | 21.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ ისევ იმარჯვა

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ, რომელმაც გასულ კვირას ანტალიაში 10-ათასიანი ტურნირი მოიგო, მიმდინარე კვირის შეჯიბრშიც წარმატებული სტარტი აიღო.

მე-2 ნომრად განთესილმა გორგოძემ გერმანელი იანა მორდერგერი 6:1, 7:5 დაამარცხა და მე-2 წრეში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – თურქ ჩემრე ანილს ეთამაშება.

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალშია გასული სოფო ქვაცაბაიაც, რომელიც ძალებს ასევე კვალიფიკაციიდან გამოსულ ავსტრიელ კაროლინ ილოვსკასთან მოსინჯავს.

წყვილებში ქვაცაბაია და რუსი ეკატერინა წიკლაური უნგრულ-ბულგარულ დუეტს (ბუკტა-ტომოვა, მე-3 განთესვა) ეთამაშებიან.

0.12842