ჩოგბურთი

23:23 | 20.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ყაზახურ ტურნირს გამოეთიშნენ

ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე, რომელმაც ყაზახეთის ქალაქ აკტობეში მიმდინარე ტურნირზე თამაში საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო, ასპარეზობას მერვედფინალში გამოეთიშა.

ცივაძემ მე-8 ნომრად განთესილ სერბ ივან ბიელიცასთან 3:6, 2:6 წააგო. წყვილთა ტურნირში ცივაძე და გიორგი ჯავახიშვილი ინდოელ ძმებ სოოდებთან 1:6, 3:6 დამარცხდნენ.

0.11826