კალათბურთი

22:31 | 20.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართული “ოლ სტარის” შუალედური შედეგები

სუპერლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქციისთვის სასტარტო ხუთეულების შერჩევა. გამოკითხვა 22 იანვრამდე, დღის 12:00 საათამდე გაგრძელდება. ახლა კი გთავაზობთ იმ შედეგებს, რომელიც ამ დროისთვის არის დაფიქსირებული.

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია 23 იანვარს, 14:00 საათზე, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება და ერთმანეთს თბილისისა და რეგიონების გუნდები შეხვდებიან.

სასტარტო ხუთეულები გამოკითხვის შედეგად შეირჩევა, ხოლო გუნდების დანარჩენ 7-7 კალათბურთელს მწვრთნელები დაასახელებენ.

„რეგიონის“ მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში იქნება, ხოლო „თბილისს“ დავით უსტიაშვილი უხელმძღვანელებს. “ოლ სტარში” მწვრთნელები სუპერლიგის ცხრილის საწყისი 2 წრის შემდეგ, პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდებიდან - „ბათუმიდან“ და „ქუთაისიდან“ შეირჩნენ.

ყველა ვარსკვლავის მატჩთან ერთად გაიმართება კონკურსები 3-ქულიან სროლებსა და ჩატენვებში. სუპერლიგის ოლ სტარში კალათბურთელებთან ერთად იქნება ცნობილი ქართველი შემსრულებელი ბერა, რომელიც გულშემატკივართა წინაშე თავისი ცნობილი ჰიტებით წარსდგება.

www.superleague.ge

0.149936