ფეხბურთი

22:04 | 20.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

კაკა: “მილანი” კვლავ დომინანტი გუნდი გახდება”

“ორლანდო სიტის” შემტევმა ნახევარმცველმა და “მილანის” ყოფილმა” ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ განაცხადა, რომ “როსონერის” ყოველთვის თვალს ადევნებს.

“ყოველთვის ვცდილობ ვუყურო “მილანის” მატჩებს. ვიმედოვნებ ახლო მომავალში გუნდი პროგრესს მიაღწევს და კვლავ ლიდერი იქნება, ისე როგორც ადრე გახლდათ. კლუბის კრიტიკა დიდი ხანია დაიწყო, მაგრამ ზედაპირულად გუნდის გასამართლება არ შეიძლება.” – ციტირებს Gazzetta dello Sport-ი ბრაზილიელის სიტყვებს.

ბოლო წლებში “მილანი” ვერ ახერხებს იტალიურ ფეხბურთში რომელიმე სინჯის მედლის მოპოვებას. მიმდინარე სეზონში “როსონერი” 32 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფება.

კაკა იტალიურ კლუბში 7 სეზონი ასპარეზობდა და ამ ხნის განმავლობაში სერია ა, სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო თასი მოიგო.

0.141784