საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 2015-2016 წლის სეზონი 19 თებერვალს, მე-16 ტურის მატჩებით განახლდება.
დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა 17 თებერვალს შედგება. მიმდინარე სეზონში საქართველოს თასისთვის „დინამო თბილისი“, „ვიტ ჯორჯია“, „სიონი“ და „ჩიხურა“ განაგრძობენ ბრძოლას. ნახევარფინალური ეტაპის მატჩები 20 აპრილს და 5 მაისს ჩატარდება. ფინალი კი, 18 მაისს შედგება.
ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურის ყველა მატჩი 19 თებერვალს შედგება.
საბურთალო (თბილისი) - ცხინვალი (ცხინვალი) ლოკომოტივი (თბილისი) - ჩიხურა (საჩხერე) ზუგდიდი (ზუგდიდი) - დინამო (ბათუმი) საპოვნელა (თერჯოლა) - დინამო (თბილისი) შუქურა (ქობულეთი) - სამტრედია (სამტრედია) მერანი (მარტვილი) - ტორპედო (ქუთაისი) კოლხეთი (ფოთი) - დილა (გორი) სიონი (ბოლნისი) - გურია (ლანჩხუთი) ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრის სრული კალენდარი იხილეთ ბმულზე.
სფფ-ს პრესსამსახური