იტალიის საკალათბურთო ნაკრების ახალი მწვრთნელი 56 წლის ეტორე მესინა გახდა, აღნიშნულ ინფორმაციას იტალიის კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური ფეისბუქის გვერდი ავრცელებს. ამჟამად მესინა “სან ანტონიოს” მთავარი მწვრთნელის გრეგ პოპოვიჩის ასისტენტია.
მესინა იტალიის ნაკრებს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე და თუ ნაკრები ძირითად ბადეში გავიდა ოლიმპიადაზე უთავკაცებს. ამის შემდეგ კი ფედერაცია გადაწყვეტს კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხს.
ეტორე მესინა იტალიის ნაკრებს 1993-1997 წლებში წვრთნიდა.
მესინას მიღწევები: ევროლიგის 4-გზის ჩემპიონი (1998, 2001, 2006, 2008), ევროლიგის 2-გზის საუკეთესო მწვრთნელი (2006, 2008), იტალიის თასის 7-გზის მფლობელი, იტალიის 4-გზის ჩემპიონატის ჩემპიონი, “ვთბ-ლიგის” 2-გზის გამარჯვებული და იტალიის ნაკრებთან ერთად 1997 წლის ევრობასკეტის ვერცხლის მედლის მფლობელი.