ჩოგბურთი

14:07 | 20.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

სერენა ავსტრალიაში წინ მიიწევს

მსოფლიო ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა “ავსტრალიის ღია პირველობის” მეორე ეტაპზე სე შუვეი 6:1, 6:2 გაანადგურა. შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა.

სერენამ 7 ეისი ჩააწოდა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა. 8 შესაძლებლობიდან 4 ბრეიკი გამოიყენა.

სერენა 1/16-ფინალში რუს დარია კასატკინას შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ უმცროსმა უილიამსმა პირველ ტურში იტალიელი კამილა ჯორჯი 6:4, 7:5 დაამარცხა.

0.114767